სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ პარლამენტის წევრებთან მერაბ ქვარაიასთან და ჯუმბერ იზორიასთან ერთად ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,თქვენი წვლილი მსოფლიო პანდემიათან ბრძოლის საკითხში უმნიშვნელოვანესია, ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ მოახერხცა ის, რომ თქვენთან შემოსული ორივე ინფიცირებული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და სტაციონარიდან გაწერილები არიან - მადლობა ამისთვის. არის შემთხვევები, როდესაც ხდება მედოპერსონალის ინფიცირება, თქვენს შემთხვევაში მსგავის რამ არ დაფიქსირებულა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს თქვენს მაღალ პროფესიონალიზმზე, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო 6 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბოქსირებულ პალატას ფლობს, საავადმყოფოს ლაბორატორიამ ბოლო ერთი კვირაა რაც კოვიდ 19-ის გამოკვლევა პისიარ ტექნოლოგიით დაიწყო. ამ ეტაპისთვის 500-მდე ბიოლოგიური ნიმუშია გამოკვლეული.