საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსს ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს, სამგორის რაიონის N12 ოლქში რეგისტრაცია გაიარა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები სამგორის რაიონის მკვიდრნი, წარმდგენები კი, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები არიან.
საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ირაკლი შიხიაშვილმა კი მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. მან სამომავლო პერსპექტივებზე და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.
„დღეს, სამგორის რაიონის N12 ოლქში რეგისტრაცია გაიარა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც მე წარმადგენს დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად. საინიციატივო ჯგუფის წევრები სამგორის რაიონის მკვიდრნი, წარმდგენები კი, ჩემი მეგობრები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან. საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების შემდეგ ხელმოწერების შეგროვების პროცესი დაიწყო, მე კი მხარდამჭერებთან შეხვედრა გავმართე, მათთან სამომავლო პერსპექტივებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრე. სისტემატური, ხშირი კომუნიკაციაა საჭიროა მოსახლეობასთან. მე ყოველთვის ასე ვაკეთებდი, ვაკეთებ ახლაც და სამომავლოდაც ასე ვაპირებ გაგრძელებას“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.