აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ჩინეთის მიმართ ბრალდებები იმის შესახებ, რომ ჩინეთს შეეძლო, შეეჩერებინა გლობალური კორონავირუსის პანდემია.
დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიას ყველაზე საშინელი შეტევა უწოდა,რაც ოდესმე ჰქონია აშშ-ს.
"ეს უარესია პერლ ჰარბორზე. ეს უარესია "მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე". ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. შეიძლებოდა გაჩერებულიყო წყაროზე. შეიძლებოდა გაჩერებულიყო ჩინეთში. ის უნდა გაჩერებულიყო პირდაპირ წყაროზე და ეს ასე არ იყო", - აღნიშნა ტრამპმა.