ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 177 160-ს შეადგენს.
ინფიცირებულებიდან 23 803 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 625 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამრიგად, ინფიცირებულთა საერთო რიცხვით რუსეთი მეხუთე ადგილზეა. ყველაზე მეტი დაავადებული გამოვლენილია აშშ-ში (1 228 603), ესპანეთში(220 325), იტალიაში (214 457) და დიდ ბრიტანეთში (202 309).