logo_geo
eng_logo
18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართება
- +

17 ივნისი. 2016. 18:42


ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე  კარერასი კარიერას ასრულებს და საქართველოს „მსოფლიოს ფინალური ტურის" ფარგლებში ეწვევა.

ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი 18 ივნისს, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება; დირიჟორი დავიდ ხიმენეს კარერასი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელიც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს შეასრულებს.

ღონისძიება მთავრობის მიერ ინიცრებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება.

პროექტის „Check in Georgia" განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი „Maroon 5". კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა; ტრანზაქციები შესრულდა მსოფლიოს 52-ზე მეტი ქვეყნიდან. სპეციალურად ამ ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner