პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება საქართველოში დასჯადი ქმედება გახდება.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პარლამენტში მუშავდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სექსუალურ ძალადობად ჩაითვლება აქტი თუ პარტნიორის გაცნობიერებული თანხმობა არ არსებობს. მათ შორის, ეს ეხება ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას.
მაგალითად, თუ ქმარი მეუღლის თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივ კავშირს დაამაყრებს, ის შესაძლოა სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს.
აღნიშნული საკნანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება სტამბულის კონვენციას, რომლის რატიფიცირების შემდეგ, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების მიუხედავად, კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს კონვენციისა (მუხლი 36) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
ამ სტანდარტით სექსუალური ძალადობის დეფინიცია უნდა ეყრდნობოდეს მსხვერპლის თანხმობის არარსებობას, ან მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ფართო სპექტრს, ხოლო სხვა სახის ძალადობა უნდა იყოს მისი დამამძიმებელი გარმოება.
დეპუტატი გუგული მაღრაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ამ ინიციატივას, ვინმე სკეპტიკურად უყურებდეს, თუმცა კანონი უნდ იცავდეს ყველას თანაბრად, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც იძულებითი სქესობრივი კავშირის მსხვერპლია.
- შესაძლოა ეს ქართულ ტრადიციებში არ ჯდებოდეს, მაგრამ რაკი ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროპული ოჯახის წევრეობაზე, კანონმდებლობაც, ცხადია, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ.
ძალადობა ძალადობაა, იქნება ეს რეგისტრირებული ქორწინებაში, თუ სხვა შემთხვევაში.
სქესობრივი კავშირი უნდა იყოს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
აქედან გამომდინარე, საჭიროა ასეთი კანონი.
ვინმესთვის შეიძლება ეს უცნაური იყოს, მაგრამ კანონი ყოველთვის არ არის ისეთი, რომ ყველა ადამიანის მენტალობას ეგრევე მოერგოს.
ასეთი ტიპის კანონების მიღება ჩვენ მოგვიწევს, რათა ნელ-ნელა დავამკვიდროთ ცივილიზებული საზოგადოების ნორმები
- რატომ გახდა აუცილებელი?
- აქ საინტერესოა სტატისტიკის გაცნობა. შესძლოა ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც თვლის ამ ტიპის ქმედების მსხვრპლად თავს, კანონი მასაც უნდა იცავდეს.
სექსუალურ იძულებას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა ტიპის ტრავმვები, მათ შორის ფსიქოლოგიური.
მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა უნდა იყოს შეფასებული და ადამიანები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები“.
რამდენად იმუშავებს კანონი პრაქტიკაში?
- იმუშავებს თუ არა პრაქტიკაში ეს კანონო, წინასწარ ძნელი სათქმელია. თავიდან „ოჯახში ძალაოდბის“ შესახებ კანონზეც ამბობდნენ, რომ ეს არ იმუშავებს, რადგან ოჯახის შიდა საქმეაო.
აღმოჩნდა, რომ კანონი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, როგორც რეაგირების, ისე პრევენციის თვალსაზრისით.
გინეკოლოგებსაც შეგიძლიათ კითხოთ, რა კვალს ტოვებს ასეთი ურთიერთობა. დამტკიცების თვალსაზრისით, როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის ქმედება რაღაც კვალს ტოვებს ადამიანზე.
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017), საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია. 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.