logo_geo
eng_logo
საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

7 მაისი. 2020. 21:24

 

 

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქალს კვლევა გუშინ ჩაუტარდა და დღეს დილით ჩOVID- 19 დაუდგინდა.

 

მისი თქმით, მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი, ვისთანაც მას შემხებლობა ჰქონდა და სავარაუდოდ, მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

 

წინა მაგალითიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილად არაფრის თქმა არ შეიძლება. ჩვენ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ქალბატონი, რომელიც არის სამედიცინო პერსონალი და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, სავარაუდოდ კვალს მივყავართ აქეთკენ, რომ ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობდა და საგარეჯოში იყო ჩამოსული, სადაც მისი საცხოვრებელია. ამ ქალბატონს კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. გაფართოებული და მიზანმიმართული კვლევები მთელი კახეთის მასშტაბით ტარდება, განსაკურებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალზე. დღეს დილით დადებითი პასუხი მივიღეთ. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ყველა კონტაქტის ძიება. ყველა კონტაქტი მოძიებულია, როგორც ოჯახის, ასევე სხვა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე თბილისშიც. ტესტები აღებულია და გაგზავნილია. ალბათ, ხვალ დილით პასუხები მზად იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner