logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი ფორმიან პირებთან ერთად ოდესის საოლქო საბჭოს სხდომაზე შეიჭრა
- +

17 ივნისი. 2016. 19:47

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფორმიან პირებთან ერთად ოდესის საოლქო საბჭოს სხდომაზე  შეიჭრა.

 

ფორმიანმა პირებმა, რომლებმაც თავი მოხალისეთა ბატალიონების წარმომადგენლებმად წარადგინეს, ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს და მოხალისეებისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანების სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. მათ მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა.

 

დეპუტატები დაპირდნენ მოხალისეებს, რომ ამ საკითხს მომავალ კვირას განიხილავენ, თუმცა ამ ვარიანტს ისინი არ დათანხმდნენ. უკრაინული მედიის ცნობით,  დღეს როვენსკის საოლქო საბჭოშირადიკალური პარტიისწარმომადგენლებსა და ადგილობრივ დეპუტატებს შორის შეტაკება მოხდა.

 

 

 

 

 

წყარო: http://rian.com.ua/photolents/20160617/1011850724_1011840434.html

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner