ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფორმიან პირებთან ერთად ოდესის საოლქო საბჭოს სხდომაზე შეიჭრა.
ფორმიანმა პირებმა, რომლებმაც თავი მოხალისეთა ბატალიონების წარმომადგენლებმად წარადგინეს, ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს და მოხალისეებისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანების სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. მათ მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა.
დეპუტატები დაპირდნენ მოხალისეებს, რომ ამ საკითხს მომავალ კვირას განიხილავენ, თუმცა ამ ვარიანტს ისინი არ დათანხმდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, დღეს როვენსკის საოლქო საბჭოში „რადიკალური პარტიის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივ დეპუტატებს შორის შეტაკება მოხდა.
წყარო: http://rian.com.ua/photolents/20160617/1011850724_1011840434.html