ასი წლის წინ თბილისში პანდემიის ამბებზე ჟურნალი „ერობა და ქალაქის“ 1920 წლის ივნისის ნომერი გვამცნობს:
„თბილისის ქალაქის გამგეობის საექიმო სასანიტარო განყოფილებამ მოხსენება წარუდგინა თვითმართველობას, ქუჩებში ტკბილეულობით და ცივი სასმელებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ის საგნები, რომლითაც ვაჭრობენ ქუჩებში, არ შეადგენენ პირველ საჭიროების საგნებს, ამასთან ერთად სწორედ ეს საგნები არიან ყოველგვარ გადამდებ სენის გამავრცელებელნი. ქალაქის თვითმართველობა დაეთანხმა განყოფილების მოსაზრებას და დაადგინა აიკრძალოს ქუჩებში აღნიშნული საგნებით ვაჭრობა“.