„უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ახლაც მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებდი", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი მოსვლა პოლიტიკაში, ივანიშვილის აზრით, სწორი ნაბიჯი იყო.
„ვნანობდი, რომ სხვა პოზიცია გამაჩნდა, მაშინ სიტუაცია მართლაც იყო არაორდინარული თუ გაიხსენებთ, მე არავის არაფერს არ ვამადლი, მაგრამ მე პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე და გავწირე ოჯახიც, თუ იმ სიტუაციას რეალურად შეაფასებთ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დატრიალებულიყო ტრაგედია თუ არა კიდევ ბევრი რამ რაც მე მოვიმოქმედე იმის შემდგომ რაც გადაწყვეტილება მივიღე და ეს არეული ხალხი სხვა მიმართულებით წავიყვანე, აქცენტი ვერ გააკეთეს საჭირო.
რა თქმა უნდა, უკან რომ დავბრუნებულიყავი ყოყმანს არ დავიწყებდი და უტა არ დამჭირდებოდა. რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი გადავდგი და ის ყოყმანი რაც მაშინ იყო იმასაც ვნანობ, მე მაქვს ვალდებულება ჩემ თავთან და არა ვიღაცის მოთხოვნილი. მაქსიმუმს ვაკეთებ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.