logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე: ვერცხლის ქორწილი მაქვს სცენასთან
- +

17 ივნისი. 2016. 21:03


25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აჩი ფურცელაძე სცენაზე დგას. მომღერალი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში კონცერტის გამართვას გეგმავს.


„წელს ვერცხლის ქორწილი მაქვს სცენასთან. 1991 წლის 6 ოქტომბერს პირველად გამოვედი სცენაზე. ეს იყო ფილარომნიაში. ანუ გადის 25 წელი, რაც სცენაზე ვდგავარ. ამ თარიღთან დაკავშირებით დიდი სურვილი გვაქვს გავმართოთ კონცერტი. იმედი მაქვს, დათო ევგენიძის დახმარებით გავაკეთებთ კიდეც. რაც შეეხება სტუმრებს, თხოვნის სახით მექნება რუსეთში მყოფ ქართველ მომღერლებთან, ასევე რუს მომღერლებთან, რომ მონაწილოება მიიღონ ამ კონცერტში. იქნება სოსო პავლიაშვილი, ლეონიდ აგუტინი, კიდევ რამდენიმე ცნობილი სახელი და გვარი. იდეაში ეს უნდა იყოს ძალიან კარგი კონცერტი", - განაცხადა ფურცელაძემ GDS-ის ეთერში.


ცნობისთვის, მომღერალი 10 წელია მოსკოვში მოღვაწეობს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner