logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა
- +

1 მარტი. 2016. 10:22



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეულის შერჩევის პროცესი შეაფასა.

 

„გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა", - განაცხადა წულუკიანმა.


ხუთეულის ერთ-ერთი წევრის, ევა გოცირიძის კანდიდატურას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი, რაზეც წულუკიანმა აღნიშნა, რომ გუშინდელი პროცესი იყო სამაგალითო და გამჭვირვალე:


„მე ძალიან მიხარია, რომ კომისიის წევრები კმაყოფილი არიან ამ პროცესით. ქულებთან დაკავშირებით ყველას გვაქვს უკმაყოფილება, ზოგს ეს კანდიდატი უფრო მოგვწონს, ზოგს - ის, მაგრამ ერთსულოვნად დამტკიცდა 5 კანდიდატი, რომლის მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა ევა გოცირიძე.

 

ეს არის კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება და ამას უკვე ვერაფერი შეცვლის. მთავრობა რას იზამს, ეს მე არ ვიცი, ისიც არ ვიცი, სტრასბურგი რას იზამს, ჩემი მისია არის ამოწურული. მე უნდა უზრუნველმეყო გამჭვირვალე პროცესი, ეს პროცესი უზრუნველყოფილია და ამით ჩემი მისია არის ამოწურული. მართალი გითხრათ, გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა", - განაცხადა წულუკიანმა.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა. კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner