აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე FACEBOOK-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ვეღარ ვითმენ, რომ არ ვთქვა, მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ, სამწუხაროდ. უფლება არ მაქვს, თორემ ოღონდ ამ თემაზე მალაპარაკა, მე მეტი რა მინდა?!
ბოლო ორი თვის განმავლობაში, დღეს, უკვე მესამედ ვიყავი გლდანის მე-8 დაწესებულებაში და მესამედ შევხვდი გიორგი ბარათელს. კარგად არის და დაახლოებით, ერთ წელიწადში გამოვა.
ჩემს სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფავორიტები იქნებოდნენ ციხეების მინისტრი და მთავარი პროკურორი, რადგან ორივე დაწესებულება, სადღაც, კოსმოსში მეგონა და შიშის ზარს მცემდა.
უღრმესი მადლობა ბატონებს - ირაკლი შოთაძეს და კახა კახიშვილს!!!", - წერს შარაძე.