logo_geo
eng_logo
ეკონომიკურმა საბჭომ ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა
- +

17 ივნისი. 2016. 22:22


ექსპორტის ხელშეწყობა-განვითარების მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


დეტალური ინფორმაცია ამ თემაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა.


ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა იგეგმება, მათ შორის, პრეფერენციული რეჟიმების განვითარება. ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან უკვე შეიქმნა ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რომლის ფარგლებში, ექსპორტის ზრდის პოტენციალი განიხილება. ეს პროცესი გაგრძელდება.


ეკონომიკური საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ექსპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნაც, რაც საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენლის მივლინებას გულისხმობს. კომერციული ატაშეები უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძიებებში ქართული კომპანიების აქტიურ მონაწილეობას, კომუნიკაციას იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებსა და მყიდველებთან, ჩაერთვებიან ბაზარზე შესვლის სტრატეგიისა და საექსპორტო პროდუქციაზე მომზადებული მასალის გავრცელებაში, ასევე, სავაჭრო მისიებისა და გამოფენების ორგანიზებაში.


სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ახალი, სპეციალური ინსტიტუტის შექმნა, რომლის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner