logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა წინ გადადგმული ნაბიჯია
- +

17 ივნისი. 2016. 22:22


საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოვებს განვითარებულ  მსოფლიოს", -ამის შესახებ „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" წევრმა დავით ჩიხელიძემ განუცახდა.



მისი თქმით, ახალი გაუმჯობესებული კანონი კარგია, მაგრამ დღეს მოქმედი  კანონმდებლობით უკვე არსებობს აკრძალვა, მასობრივი  თავშეყრის დახურულ ადგილებში  სიგარეტის მოწევის შესახებ. (მწეველებისა და არამწეველების ადგილის გამიჯვნა).



„საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მე-10 მუხლი მე-3 პუნქტი-  დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან უზრუნველყონ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა -   ასევე კანონი არეგულირებს თამბაქოს რეალიზაციას, შეფუთვას და ა.შ. (მაგ: მუხლი 5  მე-2 პუნქტი  აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია   18 წლამდე პირებზე) რეალურად დღეს არსებული კანონის მუშაობის შემთვევაში შესაძლებელია უამრავი პრობლემის გადაჭრა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არა ახალი კანონის მიღება, არამედ საზოგადოების გაზრდა, რათა თითოეულმა ჩვენგანმა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა. საჭიროა ვიმსჯელოთ მექანზმებზე, თუ როგორ მოხდეს არსებული ან მომავალში მიღებული კანონის რეალურ ცხოვრებაში გატარება და მისი აღსრულება, ვინ არის პასუხისმგებელი კანონის გამართულ მუშაობაზე, რომელი სამსახური გამოავლენს კანონის დარღვევას, რამდენად ეფექტურად მოხდება დამნაშავის გამოვლენა(დასჯა)  ა.შ.

 

 

არ მსურს აღნიშნული კანონი კიდევ ერთი მკვდრადშობილი რეგულაცია იყოს (სამწუხაროდ ასეთი მრავალი არსებობს), რომელიც მხოლოდ ფურცელზე იარსებებს და გამოყენებას არ(ვერ)  ჰპოვებს რეალურ ცხოვრებაში. აუცილებელია,  შევიმუშავოთ მექანიზმი, რომელიც უკვე არსებულ კანონის აღსრულებას და ეფექტურად მუშაობას გახდის შესაძლებელს.  (ამ შემთხვევაში არ ვგულიხმობ კონკრეტულად კანონს თამბაქოს აკრძალვის შესახებ)", - განაცხადა ჩიხელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner