logo_geo
eng_logo
ჯემალ სეფიაშვილი: პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოებამ მიმაღებინა
- +

17 ივნისი. 2016. 22:44


რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა.

 

„მე პოლიტიკაში დიდი ხანია ვარ, პოლიტიკა არის სამშობლოს სიყვარული და სურვილი, თანადგომა გამოუცხადო მოყვასს. გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოებამ მიმაღებინა. მე და ჩემნაირებმა მოვიყვანეთ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება". 9 წელი ქუჩაში ვეგდე, ჩემი გამოსვლები ყველამ კარგად იცის... ეს ყველაფერი დამთავრდა და მე და კიდევ სხვა ბევრი გავხდით ზედმეტი ადამიანები. ჩემმა ცოლმა ერთ-ერთ მინისტრს სთხოვა ჩემს სამსახურთან დაკავშირებით და მან უპასუხა, თქვენი მეუღლე ზედმეტად ოპოზიციონერი იყოო, ყბა ჩამომვარდა...  საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მივიღე თამაზ მეჭიაურთან შეხვედრის შემდეგ. ის საოცარი კაცია, სუფთა და თამამი, მასში ბევრ თვისებას ვხედავ, რაც ძალიან მომწონს, - განაცხადა სეფიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner