„ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული საზოგადოების წინაშე არის განუზომელი", - ამის შესახებ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" პარტიის წევრმა ჯემალ სეფიაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა.
„მე პირადად, ამ კაცს ვეთაყვანები, რადგან მან გააკეთა ის, რასაც ვერავინ ვერ გააკეთებდა. მას აქვს ავტორიტეტი, შესაძლებლობა და ძალიან გული მტკივა, რომ სხვადასხვა კუთხიდან მავანი ცდილობს მას მახე დაუგოს. ივანიშვილი ძალიან მაგარი კაცია და მისი სახელი ოქროს ასოებით შევა ისტორიაში", - განაცხადა სეფიაშვილმა.