logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებაზე შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია
- +

1 მარტი. 2016. 10:36



ბაქოდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და „სოკარის" პრეზიდენტთან.


ვიცე-პრემიერის თქმით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებასთან დაკავშირებით ძირითადი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია.



მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიცაა შაჰ-დენიზის პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს. ასევე, მქონდა შეხვედრა სოკარის" პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შაჰ-დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კახა კალაძემ.



ვიცე-პრემიერის თქმით, „გაზპრომთან" მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner