logo_geo
eng_logo
„ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“
- +

17 ივნისი. 2016. 23:33


კვირას, 19 ივნისს, 20:30 სთ-ზე, მცხეთაში სვეტიცხოვლის გალავანთან  გაიმართება ღონისძიება „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით". ღონისძიება იმართება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა  და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ინიციატივით და ეძღვნება სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის  განხორციელების  3-წლიან ანგარიშს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ინიციატივა, რაც კი განხორციელდა დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოში ბოლო 3 წლის მანძილზე. ასევე, სრულად იქნება წარმოდგენილი სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ახლახანს შეიმუშავა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა.


ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ანსამბლი „რუსთავი" და ანსამბლი „მცხეთა". ასევე, ცნობილი მსახიობები გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე. ღონისძიების ორგანიზება სრულად უზრუნველყვეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა. ოფიციალური მხარდამჭერები: მცხეთა-მთიანეთის გუბერნია; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 3 წლის მანძილზე უზრუნველყოფს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პროექტების განხორციელებას.


ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; საპატრიარქოს, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო; საზოგადო სახეები, მეცნიერებათა აკადემია, უმაღლესი სასწავლებლები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები, სტუდენტები. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner