გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID19 კიდევ 2 პაციენტს, კურსანტსა და სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა.
არაღიარებული რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის, ანა გაგლოევას თქმით, ამ დროისათვის ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 17 შემთხვევაა დადასტურებული. პაციენტთა მდგომარეობა სტაბილურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.