logo_geo
eng_logo
უხანში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა ისევ გამოვლინდა
- +

10 მაისი. 2020. 10:30

 

 

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც ბოლო პერიოდში COVID-19-ის დიაგნოზი აღარ დადასტურებულა, კვლავ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. ინფორმაცია ხუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტმა გაავრცელა.

 

ბოლო 24 საათში ხუბეის პროვინციაში ასევე გამოვლენილია 17 უსიმპტომო, ვირუსის მატარებელი. ამ დროისთვის მთელ პროვინციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 616 უსიმპტომო პაციენტი. 

 

ეპიდემიის განმავლობაში ხუბეიში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 68 129 შემთხვევა, მათგან 50 334 - ქალაქ უხანში. გარდაიცვალა 4 512 პაციენტი (უხანში - 3 869) 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner