მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 50-ე საავადმყოფოს 6-სართულიანი შენობიდან 200-ზე მეტი პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოს ერთ-ერთ განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.