-
+
10 მაისი. 2020. 12:25
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19-ის დიაგნოზი 209 688 ადამიანს დაუდგინდა.
ინფიცირებულებიდან 34 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 915 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვშია დაფიქსირებული - სულ 109 740. მათგან 1 068 გარდაიცვალა.