logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: ხელფასები ყველა სამინისტროში შემცირებულია
- +

17 ივნისი. 2016. 23:45


„ყველა უწყებაში და სამინისტროში შემცირებულია ხელფასები, ფინანსთა სამინისტროში 40 %-ითაა შემცირებული მინისტრისა და მოადგილეების ხელფასები", -ამის შესახებ ნოდარ ხადურმა tv პირველის ეთერში განაცხადა.


ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ხელიშემშლელ ფაქტორად უმუშევრობა დაასახელა.


„მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოს ეკონომიკისათვის უმუშევრობა, 2012 წლამდე უმუშევრობა 15 % იყო ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ იქით, რომ ვამცირებთ უმუშევრობას და რაც მნიშვნელოვანია ეს ხდება არა სახელმწიფო ბიუროკრატიის ზრდის ხარჯზე ან სახელმწიფო დასაქმების ხარჯზე, არამედ კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე, კერძო სექტორში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების მიხედვით. ის რომ 3 %-მდეა შემცირებული უმუშევრობა და 12 %-მდეა  ჩამოსული, ეს არის მიღწევა, მაგრამ ცხადია ეს არ არის საკმარისი", - განაცხადა ხადურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner