logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა თანდათანობით ალბათ შეიძლება
- +

11 მაისი. 2020. 01:55

 

 

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ეტაპობრივად შესაძლებელია:

 

 

„კომენდანტის საათი ადმინისტრაციული ღონისძიებაა და მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა თანდათანობით ალბათ შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, რთულად გადასაწყვეტია.

 

 

ალბათ შესაძლებელია, აქაც გარკვეული რეჟიმი დაწესდეს და დაემატოს ავტობუსები; შეზღუდვები იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანი არ შეგროვდეს ტრანსპორტში.

 

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისთვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

 

 

მესმის, რომ რისკები დიდია, მაგრამ რაღაცნაირად, ალბათ სიფრთხილითა და სხვადასხვა ზომების დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა ვიფიქროთ.

 

 

ძალიან ძნელია, თითოეულ ადამიანს დავუყენოთ დარაჯი და გავაკონტროლოთ, ამიტომ ისევ და ისევ დისტანცირება, ნიღბის ტარება ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას ეს ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner