logo_geo
eng_logo
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთმა იტალიასა და ბრიტანეთს გაუსწრო
- +

11 მაისი. 2020. 12:34

 

 

ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 11 ათასზე მეტი დღე-ღამური მაჩვენებელი ბოლო კვირაში უკვე მესამედ დაფიქსირდა.

 

საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციაში COVID-19-ის დიაგნოზი 221 344 პაციენტს დაუდგინდა. ამრიგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა, გაუსწრო რა იტალიასა და დიდ ბრიტანეთს.

 

ინფიცირებულებიდან 39 801 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 009 პაციენტი.  

right_banner right_banner
არქივი
right_banner