ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 11 ათასზე მეტი დღე-ღამური მაჩვენებელი ბოლო კვირაში უკვე მესამედ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციაში COVID-19-ის დიაგნოზი 221 344 პაციენტს დაუდგინდა. ამრიგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა, გაუსწრო რა იტალიასა და დიდ ბრიტანეთს.
ინფიცირებულებიდან 39 801 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 009 პაციენტი.