logo_geo
eng_logo
„შემკვეთი მიხეილ სააკაშვილია, შემსრულებელი კი - „ნაციონალური მოძრაობა“ - გიგა ბუკია კორცხელის ინციდენტზე
- +

18 ივნისი. 2016. 00:18


ნაციონალური მოძრაობა" წლებია ცდილობს, მოსახლეობა სიცრუეში ამყოფოს, რაც კორცხელის ინციდენტის შესახებ მათ მიერ დღეს გამოქვეყნებული ყალბი დოკუმენტებით  კიდევ ერთხელ დადასტურდა", - განაცხადა ფრაქცია „კონსერვატორების" თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ გადაცემა 2030-ში.


"ამ მოკლევადიანი ტყუილითა და გაყალბებული დოკუმენტების გამოქვეყნებით,  „ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა, მოსახლეობა მოეტყუებინა და წამყვანი პოლიტიკური ფიგურების იმიჯი შეელახა. მათი მიზანია, ადამიანებს ლაფი შეასხან, საიდანაც რაღაც მაინც დარჩება და, რასაც ვიღაც მაინც დაიჯერებს.  სპორტსმენებთან დაკავშირებით ყალბი დოკუმენტების გამოქვეყნებით, "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაფაროს", - განაცხადა გიგა ბუკიამ.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ითხოვს კახი კალაძის დაკითხვას და სვამს კითხვას, თუ ვინ არის კორცხელის ინციდენტის დამკვეთი, რაზეც გიგა ბუკიას მზა პასუხი აქვს.


ისინი მუდმივად ითხოვენ კახი კალაძის დაკითხვას. მე კი, „ნაციონალური მოძრაობის" კითხვაზე, თუ ვინ არის კორცხელის ინციდენტის დამკვეთი, მზა პასუხი მაქვს. ეს არის მათი ლიდერი, ოდესის გუბერნატორი, რაც ჩემზე უკეთ თავად იციან. შემკვეთი მიხეილ სააკაშვილია, შემსრულებელი კი - „ნაციონალური მოძრაობა". ამას არაფერი დიდი გამოძიება არ სჭირდება. არა მგონია, დამნაშავეები მხოლოდ ის სპორტსმენები იყვნენ, რომლებიც სასამართლომ ბრალდებულად სცნო. აქ მეორე მხარეც არის. ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რაც სპორტსმენთა ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს.", - განაცხადა ბუკიამ.


როგორც მან აღნიშნა, კორცხელის ინციდენტი ცალსახად, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ოპერაცია და საერთაშორისო მიმართულებით გათვლილი ქმედება იყო.


ვითომ შეწუხებული და ამ დროს, მომღიმარი სახით წაქცეული გიგა ბოკერია ელოდებოდა, რომ ის წაქცეულ მდგომარეობაში ტენდენციურ ტელევიზიებს დაეფიქსირებინათ. ეს ოპერაცია ცალსახად, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი და საერთაშორისო მიმართულებით გათვლილი ქმედება იყო. ასეთი ისტორიები უამრავი გვახსოვს. არ იცვლებიან სახეები, არ იცვლება სამიზნე და არ იცვლება რეჟისურა. იმედი მაქვს, პროკურატურა და სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა გიგა ბუკიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner