logo_geo
eng_logo
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაცია შეუერთდა
- +

11 მაისი. 2020. 19:08

 

 

აქცია, რომელიც წყალტუბოს საკრებულოს შენობაში დილიდან დაიწყო, შესაბამისი წესების დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით ამ დრომდე მიმდინარეობს. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” წყალტუბოს ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

 

ჩვენ ვეხმაურებით ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი წყალტუბოში, ამ აქციაში მონაწილეობს. გავიღებთ სისხლს ადამიანების გადასარჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოწოდებას გამოეხმაურონ ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას და ერთობლივად შევძლოთ შევავსოთ სისხლის ბანკი, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.​

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner