logo_geo
eng_logo
წმინდა გიორგის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები
- +

1 მარტი. 2016. 10:45

 

 

წმინდა გიორგის თავის ქალის თხემი, რომელიც ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში იყო დაცული, ამჟამად გელათის მონასტერს დაუბრუნდა. ის შემორკალულია თითბრის მოოქროვილი ფირფიტით და ჩანს დამაგრებული მედალიონი, რომელიც სანახევროდ დაზიანებულია. წმინდა ნაწილის მარცხენა მხარე ამოგლეჯილია, წარწერა კი ფრაგმენტულია. თხემის მარჯვენა მხარეს ძვალი ქვედა ნახევარზე ჩამოტეხილია.


ასევე აღსანიშნავია ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დაცული რამდენიმე სიწმინდე, რომელთა შორის გამოირჩევა წმინდა გიორგის ბარძაყის ძვალი.


წმინდა გიორგის ნაწილი ჩასვენებული ყოფილა სადგერ-ჩხაირის ჯვარში. წყაროებით დასტურდება, რომ ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიის კუთვნილება ყოფილა მოწამის ორი ბეჭედი წარწერით და ხელის ძვალი. ამ სიწმინდეებიდან დაკარგვას გადაურჩა მხოლოდ ერთი - ხელის ნაწილი.


სამების ტაძარში ინახება წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი და სამი პატარა წმინდა ნაწილი.


ოთარაშენის ეკლესიაში დიდი ხანი ინახებოდა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა გიორგის სისხლი. საბჭოთა რეჟიმის დროს იგი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს, ხოლო 1991 წელს, სხვა სიწმინდეებთან ერთად, საპატრიარქოს გადაეცა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner