დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„სად არის ლოგიკა?
ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ კანონი ნაც.ხელისუფლებამ მიიღო. ეს განგრძობითი დანაშაულია, მაგრამ ამაზე იურისტებმა ისაუბრონ. ამ კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. "კანონიერი ქურდი" მხოლოდ ციხეში უნდა იყოს, შესაბამისად, ამ ადამიანებმა მასიურად დატოვეს საქართველო და სხვადასხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად და ვითომ ეს გვიშლის ხელს ვიზალიბერალიზაციაში!!!
თუ ევროპაში ამ ჩვენი კანონის მიღების შემდეგ მოხდა ე.წ. "კანონიერი ქურდების" და კრიმინალური ავტორიტეტების კონცენტრირება, რატომაა ამაში ისევ "ოცნების" ხელისუფლება დამნაშავე? "ოცნებას" რომ ეს კანონი გაეუქმებნა და ეს ადამიანები საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებულიყვნენ, მაშინაც ხომ "ოცნებას" დაადანაშაულებდნენ ნაციონალები?
ლოგიკა, ალოგიკურობა თუ იაფფასიანი პროპაგანდისტული ტრიუკი? უცხოელ ექსპერტებსაც რომ დააკარგვინეს ლოგიკა!", - წერს ნიკოლეიშვილი.