logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამასა და მის გუნდს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია უწოდა
- +

12 მაისი. 2020. 02:55

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ტვიტერის“ მეშვეობით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია უწოდა.

 

თეთრი სახლის ლიდერმა, გამოცემა „ფედერალისტის“ სტატია გააზიარა, სადაც საუბარია, თუ რატომ სთხოვა ობამამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ტრამპზე წამოწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია დაემალა.

 

ტრამპი სტატიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სწორედ ობამა და ბაიდენი იდგნენ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდებების უკან.

 

ეს მოხდა, „ობამაგეითის“ გამო და იმიტომ, რომ ბრალდებების უკან ობამა და „მძინარე ჯო“ იდგნენ. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია იყო“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner