logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ 13 მაისიდან ბრიტანეთის მცხოვრებლებს შეეძლებათ, გარეთ მეტი დრო გაატარონ
- +

12 მაისი. 2020. 02:46

 

 

დიდ ბრიტანეთში გარეთ გასვლაზე შეზღუდვები მომავალი ოთხშაბათიდან შემსუბუქდება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.

 

ჯონსონმა განაცხადა, რომ ღია სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი შედარებით დაბალია და ამიტომ ხალხს შეეძლება, შეუზღუდავი დროით ივარჯიშოს გარეთ და ესტუმროს სანაპიროებს.

 

თქვენ ამიერიდან შეგეძლებათ, ისეირნოთ, იაროთ და დაისვენოთ პარკებში. შეგეძლებათ, ითამაშოთ სპორტი და ივარჯიშოთ, ეს ყველაფერი თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად ან სხვა ოჯახის ერთ წარმომადგენელთან ერთად გააკეთოთ, თუ თქვენ სოციალური დისტანცირების წესებს დაიცავთ და ორი მეტრის დაშორებით იქნებით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner