logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: რთულია... ჯერჯერობით ჰალსტუხიც მიჭერს...
- +

18 ივნისი. 2016. 00:47


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას ოთხ თვეზე მეტ ხანს აპირებს.


როგორც მან გადაცემა „პოლიტიკაში" განაცხადა, მისი ერთ-ერთი პირველი სამსახური საჯარო სექტორში იყო, თუმცა მას შემდეგ, ძირითადად, ბიზნესსა და არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა.


ცოტა რთულია მართალი გითხრათ, ჯერჯერობით ჰალსტუხიც მიჭერს. განათლება მედარდება და ჩემი დათანხმების გასაღებიც მაგაშია. მქონდა ჩემი მოსაზრებები, ძალიან ბევრ კოლეგასთან მისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, საფუძვლიანად ფიქრი მომიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში დავთანხმდი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


მისივე თქმით, საქართველოს მსგავს ქვეყნებს უკეთესი განათლების სისტემა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებს.


კითხვაზე - ეყოფა თუ არა განათლების სფეროს განვითარებას არჩევნებადე დარჩენილი ოთხი თვე, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მინისტრის პოსტი არ არის ერთადერთი, საიდანაც განათლებას შეიძლება მიხედო.


მგონია, რომ ოთხ თვეზე მეტი მივხედავ ამ საქმეს. მითუმეტეს, რომ ხუთი წელია მუდმივად განათლების სფეროში ვარ. ვფიქრობ, მინისტრის სავარძელი არ არის ერთადერთი, საიდანაც განათლებას შეიძლება მიხედო, თუმცა ამ კონკრეტულ ადგილას დარწმუნებული ვარ, რომ ოთხ თვეზე მეტი მომიწევს მუშაობა", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.


ალექსანდრე ჯეჯელავა პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე 3 ივნისს დანიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ სანიკიძე ჩაანაცვლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner