logo_geo
eng_logo
განათლების მინისტრის „ტრენინგი“ პირდაპირ ეთერში
- +

18 ივნისი. 2016. 00:47


განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, რომელიც გადაცემა „პოლიტიკის" სტუმარი იყო, პირდაპირ ეთერში „ტრენინგის" ჩატარება მოუხდა.


გადაცემის წამყვანმა სტუმარს სთხოვა, მისი წარსული საქმიანობის შესაბამისად, ტრენინგის მეთოდოლოგიით, განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა შეეფასებინა.


განათლების მინისტრმა აღნიშნული სფეროს ძლიერი და სუსტი მხარეები ჩამოწერა, ქულების სისტემით შეაჯამა და საბოლოო ჯამში განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სისტემას უპირატესობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ხარვეზი.


ვფიქრობ, რომ ჩვენ განათლების სისტემას უპირატესობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ხარვეზი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სისტემას ცოტა აკლია. სამუშაო ბევრია, მაგრამ აბსოლუტურად შესრულებადია და თან მოკლევადიან პერიოდში", - განაცხადა განათლების მინისტრმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner