ექიმმა ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია მოულოდნელად დატოვა. განცხადება მან tv პირველის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
კუზანოვამ ბურჭულაძის პარტიის დამფუძნებელი ყრილობა კომკავშირის ყრილობას შეადარა.
„დიდი ალბათობით, პაატა ბურჭულაძესთან ერთად არ ვიქნები. სხვათაშორის დავითრგუნე იმ მომენტით, რომ თავი მეგონა კომკავშირის ყრილობაზე, მე ვერ ვიგრძენი ბუნებრიობა, სულიდან წამოსული სურვილი რაღაცის კეთების. ეს იყო რაღაც დადგმული ისეთი, მარშიროვკებს რომ გვაძალებდნენ, ამ დროშების ფრიალით... აბა კახეთო, დაიყვირეთ, აბა იმერეთო დაიყვირეთ... კარგით რა, 21-ე საუკუნეა...
ამ ყველაფერს მართავდა ბატონი ნიკა ლალიაშვილი, რომელიც თავის დროზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატების სცენარი გადმოღებული ჰქონდა სრულიად" - განაცხადა ნინო კუზანოვამ.