logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: 21-ე საუკუნეში იქნება ბევრი გამოწვევა, მათ შორის ე.წ. უცნობი ინფექციები
- +

12 მაისი. 2020. 18:51

 

 

“იქნება ბევრი ე.წ. უცნობი ინფექციები. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება გაჩნდეს ასეთი ან მუტაცია განიცადოს, რა ფაქტის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“,-ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმთ, 21-ე საუკუნეში საზოგადოების მამოძრავებელი ძალა განსხვავებით იმისა, თუ მე-18 საუკუნეში იყო ორთქლის მანქანა, შემდეგ ქიმია, ატომი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეს იქნება სიცოცხლის მეცნიერებები.

 

 

ამირან გამყრელიძემ, პანდემიის ფონზე, აშშ-ში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა:

 

 

„ანტონიო ფაუჩი არის უდიდესი მეცნიერი. მე მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე მასთან შეხვედრის. ნამყოფი ვარ მის „ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში.ეს არის ნაწილი აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტებისა. ეს არის სამედიცინო მეცნიერების მექა, რომელშიც 27 ინსტიტუტი შედის და თუ რამე ინოვაცია იქმნება ფუნდამენტურ სამედიცინო მეცნიერებებში. ახალგაზრდობაში ჩემი ოცნება იყო იქ მუშაობა.

 

 

ახლა იქ მუშაობენ კოვიდის იმუნოლოგიაზე. თუ როგორ პასუხს აძლევს ორგანიზმი კოვიდს. ამ ინსტიტუტთან და კიდევ რამდენიმესთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. ბევრმა ქართველმა გაიარა იქ სამეცნიერო სტაჟირება. მათ შორის არის ლელა ქარდავა, რომელიც ამ ინსტიტუტის იმ ლაბორატორიააში მუშაობს, რომელსაც ანტონიო ფაუჩი ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner