logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: აშშ ერთადერთი ზესახელმწიფოა
- +

18 ივნისი. 2016. 01:01


„აშშ ერთადერთი ზესახელმწიფოა", -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


რუსეთის ფედერაციის პირველი პირის თქმით, მოსკოვს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა სჭირდება.


ამერიკა - დიდი ძალაუფლების მქონეა. დღეს, ალბათ, ერთადერთი ზესახელმწიფოა. ჩვენ ვიღებთ მას. ჩვენ სურვილი გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად ვიმუშავოთ ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


პუტინის თქმით, ამერიკის მსგავსი „ძლიერი ქვეყანა" რუსეთსა და მთელ მსოფლიოში უნდა იყოს. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და რუსეთის ქმედებების საპასუხოდ განაცხადა, რომ შემაკავებელი ზომები  შეერთებულ შტატებს არ შეხებია და შეზღუდვები მხოლოდ ევროპის ქვეყნებს შეეხოთ.



31 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა იწურება. ევროკავშირი ივნისის ბოლოს გეგმავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდეს.


შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის" ქვეყნების საბოლოო დეკლარაციაში, წევრი ქვეყნები აღიარებენ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხანგრძლივობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებაზეა დამოკიდებული.


http://www.interfax.ru/russia/514037


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner