logo_geo
eng_logo
სტანისლავ ბელკოვსკი: სააკაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ იგი უკვე მოხუცია
- +

12 მაისი. 2020. 19:29

 

 

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სჯობს ჩაეჭიდოს თუნდაც ამ პოზიციას, წონადი და საკვანძო გახადოს, ვიდრე ელოდოს, როდის მიიწვევენ რაიმე თანამდებობაზე - ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი სტანისლავ ბელკოვსკი „ამერიკის ხმის“ სიუჟეტში, რომელიც სვამს კითხვას - რატომ დასჭირდა პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილის დიდ პოლიტიკაში მობრუნება და რას ელის ამ დაბრუნებიდან თავად სააკაშვილი, რომელმაც ვიცე-პრემიერობის ნაცვლად რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მიიღო.

 

როგორც ბელკოვსკი აღნიშნავს, სააკაშვილს ესმის, რომ მეტნაკლებად ცნობადი, თუმცა, ფორმალურად არც ისე მნიშვნელოვან პოსტზე უარის თქმით, ის დიდ პოლიტიკაში მორიგი დაბრუნების შესაძლებლობას საერთოდ დაკარგავდა. მისივე თქმით, სააკაშვილი საკუთარი ცნობიერებით ახალგაზრდა პოლიტიკოსებიდან ამოვარდა. ის ასაკით რა თქმა უნდა ახალგაზრდაა, თუმცა, ჩანს რომ ფსიქოლოგიურად ვეღარ.

 

ნათელია, რომ სააკაშვილი ფიქრობს საკუთარ მომავალზე. მას ესმის, რომ ახლა მეტნაკლებად ცნობადი, თუმცა, ფორმალურად არც ისე მნიშვნელოვან პოსტზე უარის თქმით, ის დიდ პოლიტიკაში მორიგი დაბრუნების შესაძლებლობას საერთოდ დაკარგავდა. დრო მიდის, სააკაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ იგი უკვე მოხუცი და გამოცდილი ადამიანია. ანუ იგი საკუთარი ცნობიერებით ახალგაზრდა პოლიტიკოსებიდან ამოვარდა. ის ასაკით რა თქმა უნდა ახალგაზრდაა, თუმცა, ჩანს რომ ფსიქოლოგიურად ვეღარ. მოცდის პერიოდს, რაც საქართველოს პრეზიდენტობიდან წავიდა, იგი არც ისე იოლად ერევა. ანუ, ის მიიჩნევს, რომ სჯობს ჩაეჭიდოს თუნდაც ამ პოზიციას, წონადი და საკვანძო გახადოს, ვიდრე ელოდოს, როდის მიიწვევენ რაიმე თანამდებობაზე“ - აცხადებს ბელკოვსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner