ზაზა გაბედავა რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:
„დებო და ძმებო, მოგმართავთ რუსეთში მილიონზე მეტ მხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, ქართველებო!!! საქართველოში იმართება რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც უნდა აიკრძალოს ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რადგან უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ქართველი მოღალატეების ხელით ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში დანერგონ გარყვნილება, წაშალონ ქართული ტრადიციები და საქართველო აქციონ ექსპერიმენტების პოლიგონად. მთელი ქართველობა უნდა აღსდგეს ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, უნდა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, ხოლო მომავალი თაობები უნდა გაიზარდონ თავიანთი წინაპრების მაგალითზე, ქრისტიანული მორალით და ეროვნული ღირებულებებით.
იმისათვის რომ დაინიშნოს რეფერენდუმი, საჭიროა 200 000 ხელმოწერა. მიუხედავად იმისა, რომ სატანის მოციქულები, ძალიან დიდი ფული, უცხოური ორგანიზაციები, ქართველი მოღალატეები, გაყიდული ტელევიზიები ჩვენს წინააღმდეგაა მომართული, მაინც არ წყდება ქართველი პატრიოტების რიგი, რომლებიც ენთუზიაზმით, ანთებული გულით, ქრისტიანული სიყვარულით მზად არიან შეაგროვონ ხელმოწერები და დაასამარონ ქართველთა მტრების ოცნება, აკრძალონ სოდომ-გომორის ცოდვა, არ მისცენ საშუალება მანქურთებს ოდესმე დააკანონონ მამაკაცის მამაკაცზე დაქორწინება. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ემიგრანტებს, ჩვენს ოქროს ფონდს, პატრიოტებს, რომელთა ზარებიც არ წყდება და მზად არიან საკუთარი რესურსებით შეაგროვონ ხელმოწერები. 2 კვირის ვადაში აუცილებელია ხელმოწერების შეგროვება, რათა ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს თავისი ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფას და მუდამ ივლის ქრისტიანული რწმენის გზაზე. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა საქმეში!“,- წერს გაბედავა.
საკონტაქტო ტელეფონი თბილისში: 599084094 - ზურა ენუქიძე
საკონტაქტო ტელეფონი მოსკოვში: +79661262880 - ზაზა გაბედავა