logo_geo
eng_logo
„5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის საქმის განხილვა გრძელდება“- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
- +

12 მაისი. 2020. 20:26

 

 

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულ ა.ა.- საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული. ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა. აღნიშნულის შემდეგ სასამართლო იკვლევდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, ტექნიკური ხარვეზების გამო სხდომა ორჯერ გადაიდო, რის გამოც ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება, ასევე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა.

 

რადგან ბრალდებულს საპატიმრო ვადა  5 აპრილს ეწურებოდა, მოსამართლემ  მიიღო გადაწყვეტილება და მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. საქმეზე საქმის განხილვა გრძელდება და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ა.ა.-დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემს და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან  15 წლამდე.

 

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner