logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

12 მაისი. 2020. 20:54

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

 

დაინფიცირებულები არიან რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში დაბრუნდნენ და სასტუმროში კარანტინში იმყოფებოდნენ.

 

არსებული ინფორმაციით, მათაც გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ. ამჟამად, ამავე საავადმყოფოში შვიდი დაინფიცირებული მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია - უარყოფითი დინამიკის გარეშე.

 

ამ დროისთვის, სოხუმში, სასტუმრო „აიტარში“ კარანტინში 256 ადამიანი რჩება, რომელთაგან 216 კურსანტია, რომლებიც სამხედრო საქმეს რუსეთში ეუფლებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner