logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია: პრეზიდენტი არის თვითმარქვია
- +

18 ივნისი. 2016. 02:07


მხატვარი ნიკუშა შენგელაია პრეზიდენტ მარგველაშვილს „თვითმარქვიას" უწოდებს. რამდენად შესაძლებელია, პრეზიდენტმა ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს, შენგელაიას განცხადებით, მარგველაშვილის მსგავსი ადამიანის ქმედებების პროგნოზირება მას არ შეუძლია.


პრეზიდენტის მაგივრად როგორ გიპასუხოთ?! ეგეთი ადამიანების პროგნოზს ვერ გავაკეთებ, შევხედოთ როგორ იქნება. ჩემთვის პრეზიდენტი არის თვითმარქვია. როგორც გიორგი მარგველაშვილი ისე აირჩიეს, თუ როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატი? ელემენტარული ეთიკაა - თუ შენ პრობლემა მოგდის იმ გუნდთან, იმ პიროვნებასთან, რომელმაც მოგიყვანა, შენ უნდა გადადგე და თუ გინდა პოლიტიკაში ყოფნა, შენით სცადე არჩევნების მოგება. სხვისი შნოთი მოსულები რომ იფერებენ ამ როლს და მერე რაღაცებს აკეთებენ, უკვე თავშივე არ მაინტერესებს",-განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.


შენგელაიას თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილისთვის ხმა არ მიუცია. ხმა არ მიმიცია მარგველაშვილისთვის და იმაზეც უარი ვთქვი, როცა შემომათავაზეს, რომ წარმედგინა საზოგადოებრივ შეკრებებზე",-აღნიშნა შენგელაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner