„საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკან დაბრუნება შეუძლია, თუკი საქართველო რუსეთს დაუბრუნდება", - ამის შესახებ რადიოსადგურ „გავარიტ მასკვას" რედაქტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, სერგეი დორენკომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას ვლადიმირ პოზნერის გადაცემაში განაცხადა.
დორენკოს თქმით, რუსეთთან ყოფნის შემდეგ საქართველო უარესობისკენ წავიდა.
„ღმერთმა ქართველები სადღეგრძელოებისთვის შექმნა, სიმღერისთვის, კინოსთვის, ექიმობისთვის. ღმერთმა ქართველები სცენურობისთვის შექმნა. ისინი მხიარული ბავშვები არიან. ქართველები რუსეთის სამკაული იყვნენ. ახლა კი, ღმერთო ჩემო, ნახეთ რას დაემსგავსნენ. საცოდაობაა მათი ყურება... ჩვენ დასავლეთ კახეთი და სამეგრელო უნდა გავათავისუფლოთ... მორჩა, მეტი არ არის საჭირო. ჯარით უნდა შევიდეთ. ჩვენ ისინი გვიყვარს" - განაცხადა დორენკომ.