logo_geo
eng_logo
ენტონი ფაუჩი: თუ ფიქრობთ, რომ პანდემიას სრულად ვაკონტროლებთ, ეს ასე არ არის
- +

13 მაისი. 2020. 02:16

 

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ ჯერ სრულად ვერ აკონტროლებს კორონავირუსის პანდემიას. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტისთვის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიცემული ჩვენების დროს განაცხადა.

 

თუ ფიქრობთ, რომ პანდემიას სრულად ვაკონტროლებთ, ეს ასე არ არის. თუ ეპიდემიის აფეთქების დინამიკას შევხედავთ, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ადგილში ჰოსპიტალიზაციისა და ინფიცირების შემთხვევების კლებას, თუმცა ქვეყნის სხვა ნაწილებში ზრდა ფიქსირდება.

თუ შემოდგომაზე კორონავირუსზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობა არ გვექნება, სიკვდილიანობისა და ინფიცირების უფრო მეტ შემთხვევებს ვიხილავთ. მეორე ტალღის რისკის წინაშე ვდგავართ. ვიმედოვნებ, რომ შემოდგომისთვის ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობა გვექნება. სხვაგვარად პრობლემების წინაშე დავდგებით“, - დასძინა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner