ზაზა გაბედავა ჟურნალისტ სერგეი დორენკოს განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ვლადიმირ პოზნერის გადაცემაში გადაცემაში გააკეთა.
გაბედავა დორენკოს „იუდას" უწოდებს და ამბობს, რომ რუს ჟურნალისტს საქართველოს საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს.
„დორენკო, შე იუდავ! ჯერ ერთი, შენ ვინ გეკითხება საერთოდ საქართველოს საქმეში ჩარევას, შე ბორის ბერეზოვსკის ფულზე გაყიდულო იუდავ? სჯობს შენთვის, შეეშვა საქართველოს! გაძლევ სიტყვას - აქ, მოსკოვში, მე თვინოთ შეგხვდები და გაგცემ საკადრის პასუხს, შე ფაშისტო!", - წერს გაბედავა.
„საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკან დაბრუნება შეუძლია, თუკი საქართველო რუსეთს დაუბრუნდება", - ამის შესახებ რადიოსადგურ „გავარიტ მასკვას" რედაქტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, სერგეი დორენკომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას ვლადიმირ პოზნერის გადაცემაში განაცხადა.
დორენკოს თქმით, რუსეთთან ყოფნის შემდეგ საქართველო უარესობისკენ წავიდა.
„ღმერთმა ქართველები სადღეგრძელოებისთვის შექმნა, სიმღერისთვის, კინოსთვის, ექიმობისთვის. ღმერთმა ქართველები სცენურობისთვის შექმნა. ისინი მხიარული ბავშვები არიან. ქართველები რუსეთის სამკაული იყვნენ. ახლა კი, ღმერთო ჩემო, ნახეთ რას დაემსგავსნენ. საცოდაობაა მათი ყურება... ჩვენ დასავლეთ კახეთი და სამეგრელო უნდა გავათავისუფლოთ... მორჩა, მეტი არ არის საჭირო. ჯარით უნდა შევიდეთ. ჩვენ ისინი გვიყვარს" - განაცხადა დორენკომ.