logo_geo
eng_logo
რუსეთში უმუშევართა რაოდენობა 97.6%-ით გაიზარდა
- +

13 მაისი. 2020. 14:06

 

 

რუსეთში უმუშევართა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და მაისის შუა რიცხვებისთვის 1.4 მილიონს გადააჭარბა, – სააგენტო “ტასსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

 

 

„რეგისტრირებული უმუშევრობის რაოდენობა იმ თარიღიდან რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – სხვა ეტაპზე გადასვლის თარიღიდან – 725 800-დან 1.434 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი თითქმის გაორმაგებას, ანუ 97.6%-ით გაზრდას ნიშნავს,”- განაცხადა ტატიანა გოლიკოვამ.

 

 

მისივე თქმით, 1 მარტიდან დღემდე დასაქმების სამსახურებს დასაქმების, ან შესაბამისი დახმარების მიღებით თხოვნით რუსეთის 1.654 მილიონმა მოქალაქემ მიმართა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner