logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: ქართველ ახალგაზრდებს ჭკუა ყველა სფეროში მოეკითხებათ
- +

18 ივნისი. 2016. 02:14


პროგრამა სტარტაპ საქართველოში"  ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ ძირითადი ორიენტირი მაინც ახალგაზრდებზე გვაქვს", - ამის შესახებ „საპატნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.


მოქალაქეებს აქვთ საინტერესო იდეები, მაგრამ თანხის უქონლობის გამო, ისინი ამ პროექტებს ვერ ახორციელებენ. ბანკებიდან კრედიტების აღებას ვერ ახერხებენ, რადგან კომერციული ბანკები სტარტაპებს არ აფინანსებენ. გარდა ამისა, ინოვაციური პროექტები მაღალი რისკის მატარებელია და ასევე, ნებისმიერი კრედიტის აღების დროს, ბანკში ქონების ჩადებაა საჭირო, რაც ახალგაზრდებს არ აქვთ და მშობლების შეწუხება უწევთ. პრემიერის ინიციატივა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი "მთავრობასთან ერთად ახორციელებს, სწორედ ამ პრობლემების მოხსნას ითვალისწინებს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.


მისი თქმით, მოხდება შეტანილი პროექტების შესწავლა და დახარისხება. ჰაიტტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტები კი, ცალკე პაკეტში განიხილება.


პირველ ეტაპზე ინოვაციურ პროექტებს მივიღებთ. მოხდება მათი შესწავლა და დახარისხება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებშიც ინოვაციური იდეებია ჩადებული. თუ იდეა ძალიან საინტერესო იქნა, მაგალითად, თუ ჰაიტტექნოლოგიებს შეეხება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მათ ცალკე პაკეტში განიხილავს. შესაძლოა, ასეთი პროექტები ე.სილიკონის ველზე, ანუ უცხოეთში არსებულ ასეთი პროექტების განხილვაშიც გავიდეს და მათი დაფინანსებაც სხვა კრიტერიუმში გადავიდეს", - განაცხადა „საპატნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა.


მან თანადაფინანსების პირობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანადაფინანსება პროექტის ავტორის პასუხისმგებლობას ზრდის.


მოწონებული პროექტები შემდეგნაირად დაფინანსდება. ზედა ზღვარი იქნება 100 000 ლარი. 10% თანაავტორის დაფინანსება იქნება, 90% კი - „საპარტნიორო ფონდის". თუმცა, ამ ერთობლივად შექმნილ კომპანიაში 50% იდეის ავტორს ექნება. ამავე დროს, მას ექნება უფლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ „საპარტნიორო ფონდისგან" დანარჩენი 50%-იც გამოისყიდოს. როცა 100 000-იან პროექტში 10 000 ავტორისაა, ეს ავტორს მეტი პასუხისმგებლობით ტვირთავს", - განაცხადა საგანელიძემ.


მისი თქმით, ბუნებრივია, ყველა პროექტი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არცერთი პროექტის ავტორი პროგრამის მიღმა არ დარჩება.


მათ თავიანთი მიმართულებებით ტრენინგები ჩაუტარდებათ, რათა ცოტა ხანში უფრო დახვეწილი და ღრმად გაანალიზებული პროექტები შემოიტანონ. ქართველ ახალგაზრდებს ყველა სფეროში ჭკუა მოეკითხებათ  და ისინი შესანიშნავ იდეებს იძლევიან, თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და კომბინირებული განათლებით. ვფიქრობ,  „სტარტაპ საქართველო"  ძალიან წარმატებული პროექტი იქნება და დარწმუნებული ვარ,1 წლის შემდეგ, 17 ივნისს მის შედეგებზე ძალიან ამაყად ვისაუბრებ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner