logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
- +

13 მაისი. 2020. 18:56

 

„საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ  უტყუარი  მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.

 

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner